გიგი უგულავა – სააკაშვილის განცხადება სწორია, ერთობა უნდა შენარჩუნდეს

სწორი განცხადებაა, ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში“, – ასე აფასებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, ოპოზიციამ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოს.

„სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში. ამისთვის ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციურ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოთ“, – წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – ტელესკოპით გვიყურებს მსოფლიო
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი – პოლიტიკური შეთანხმება კარგია ყველასთვის, ვისაც სურს საერთაშორისო საზოგადოებაში წარმატებული საქართველოს ხილვა