ჯეიმს აპატურაი – პოლიტიკური შეთანხმება კარგია ყველასთვის, ვისაც სურს საერთაშორისო საზოგადოებაში წარმატებული საქართველოს ხილვა

საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია ქართველებისთვის და ჩვენთვის, ყველასთვის, ვისაც სურს საერთაშორისო საზოგადოებაში წარმატებული საქართველოს ხილვა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების ძალისხმევას აფასებენ, რადგან მათ შეთანხმება შესაძლებელი გახადეს.

„ვაფასებთ ძალისხმევას ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. შეთანხმება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – სააკაშვილის განცხადება სწორია, ერთობა უნდა შენარჩუნდეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – შემოდგომაზე, რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ საქართველოში