ალეკო ელისაშვილი – ტელესკოპით გვიყურებს მსოფლიო

შეთანხმება ძალიან კარგია, რადგან ექვსი თვეა, ისედაც ღარიბი ქვეყანა გაიჭედა, ხალხი მიტოვებულია პრობლემების ამარა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ პროცესებით ხალხი დაიტანჯა.

„შეთანხმება კარგია, მაგრამ მისი აღსრულება თუ არ მოხდება, ფარატინა ქაღალდად დარჩება. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მარტივად „გადაგვაგდებდა“ მათთვის არასასურველ მუხლებზე, მაგრამ ახლა ტელესკოპით გვიყურებს მთელი მსოფლიო.

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლაც იმის დასტურია, რომ თავის სასარგებლოდ ასე მარტივად ვერავინ ვერ თარგმნის ამ დოკუმენტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. ვისაც შეთანხმება არ უნდა, მას უბრალოდ ხალხი არ ადარდებს. თავისი ეგოიზმი და ამბიციები ადარდებთ, რომელსაც ვერ ერევიან, ან ხელისუფლებაში დაბრუნების წყურვილი. ხალხი რომ ადარდებდეთ, ეს პროცესი ამდენი ხანი არ უნდა გაჯანჯლებულიყო. პარლამენტი გაცილებით საინტერესო გახდება. ოპოზიციური წარმომადგენლობა იქნება გაზრდილი, იქნება აზრთა ჭიდილი. უფრო ცხარე დისკუსიების სივრცე იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომანქანების მფლობელებს განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდათ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – სააკაშვილის განცხადება სწორია, ერთობა უნდა შენარჩუნდეს