გიგი უგულავა : ამაყი ვარ, სრულიად ოპოზიციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო , ყველაზე გვიან გაზაფხულზე, ეს პარლამენტი თავისით ჩამოიქცევა

თუ არის გაყალბება, სიყალბეში მონაწილეობა არ უნდა მიიღო – პარლამენტში შესვლა ნიშნავს არა პარლამენტში, არამედ “ქართულ ოცნებაში“ შესვლას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

“ამიტომაც ვარ ამაყი, რომ სრულიად ოპოზიციამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს ერთსულოვნება ნიშნავს იმას, რომ გვექნება ან ახალი არჩევნები ან ივანიშვილი ჯამახერიას მივიღებთ, რომელიც ასევე ჩამოიქცევა. ერთპარტიულ, ერთ თარგზე მოჭრილ ცახესების პარლამენტს ქართული საზოგადოება არ მიიღებს. ყველაზე გვიან გაზაფხულზე ეს პარლამენტი თავისით ჩამოიქცევა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ნიშნანდობლივია, რომ პარლამენტში შესვლას არც “პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს.

“ის რომ არჩევნები სამართლიანი უნდა იყო, ამაზე ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული ძალები ვთანხმდებით. “პატრიოტთა ალიანსიც“ კი, რომელიც ძალიან ხშირად “ქართულ ოცნებას“ ახმოვანებდა, ამ საკითხში მყარი და მკაფიო აღმოჩნდა. მან “ქართული ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს, მაგრამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ წესები
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი : მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერავინ განდევნის