ამირან გამყრელიძე : პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს, მაგრამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ წესები

პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველამ დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, „კარგია, რომ მანდატორული პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, ამიტომ წესები ყველამ უნდა დაიცვას.

„იმ აქციებზე, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, ყველა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დავიცვათ წესი. ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველამ დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : ამაყი ვარ, სრულიად ოპოზიციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო , ყველაზე გვიან გაზაფხულზე, ეს პარლამენტი თავისით ჩამოიქცევა