ირაკლი ოქრუაშვილი : მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერავინ განდევნის

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი საჭირო ქართულ პოლიტიკაში.

ამასთან, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანობას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს.

„პირველი და მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომელზეც დღეს ხელს ვაწერთ, პარლამენტში არ შევა არავინ, თავისთავად, ვინც ხელს მოაწერს. შეიძლება გამონაკლისი იყოს. არ ვიცი, ყველა ვართ თუ არა ამაზე ჩამოყალიბებული. იქნება საკმაოდ მკაცრი პროტესტი კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დავანიშნინოთ ვადამდელი ხელახალი არჩევნები…

მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთსულოვნება, რომელსაც შევინარჩუნებთ ნებისმიერ ფასად. ასევე, საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. დარღვევების ის მასშტაბი და ფაქტები, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, მიწოდებული იქნება მათთვის და მათ სრული სურათი ექნებათ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გავლენა და რესურსები აქვს.

„მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, იმიტომ, რომ მას თავისი გავლენა და რესურსები გააჩნია, 26% მიიღო მისმა პარტიამ. ოპოზიციური ერთობა ნებისმიერ ფასად იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : ამაყი ვარ, სრულიად ოპოზიციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო , ყველაზე გვიან გაზაფხულზე, ეს პარლამენტი თავისით ჩამოიქცევა
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი – გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა