გიგი წერეთელი: ანეკდოტური ვითარებაა უშიშროების საბჭოს სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია. სხდომა 29 იანვრისთვის დაინიშნა. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება და მასზე საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის პრემიერმინსიტრსაც ელოდებიან.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ კი საბჭოს არ შეიკრიბება სრული შემადგენლობით, ეს კიდევ ერთხელ იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა.

„მგონია, რომ ანეკდოტური ვითარებაა ამ სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით. ქვეყანას, რომელსაც აქვს უსაფრთხოების პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიები, ირგვლივ ტერორიზმის საფრთხე, შიდა ეკონომიკური სირთულეები, ოპოზიციასთან გართულებული ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხზე კონსტრუქციულად მსჯელობა საჭიროა, მათ შორის მთავრობის წევრების მონაწილეობით. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში ვხედავთ, დავას ინსტიტუტებს და პერსონალიებს შორის, ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება,“ – აღნიშნა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში2015 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში 1 114 928 ლარი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დიალოგი, კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯები ერთადერთი სწორი გზაა