გიგაური: წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება ყველანაირ პრობლემას უქმნის კრიტიკულ მედიას

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” გენერალური დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში ფინანსური პოლიციის შესვლა, ხელისუფლების წინასაარჩევნო მეთოდია რათა გააჩუმოს კრიტიკული მედია.

“დღეს ჩვენ უნდა მივმართოთ საზოგადოებას და ავუხსნათ, რატომაა მნიშვნელოვანი ზოგადად მედიისა და მით უმეტეს კრიტიკული მედიის არსებობა, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში, ესაა მედიის მთავარი ფუნქცია. დრეს ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ წინასაარჩევნოდ ყველანაირად პრობლემებს უქმნის კრიტიკულ მედიას, რომ ამომრჩევლებმა არ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია რა ხდება ქვეყანაში”, – თქვა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილია
შემდეგი სტატია“ამაზონის” დამფუძნებელი მზად არის ნასას დაეხმაროს