“ამაზონის” დამფუძნებელი მზად არის ნასას დაეხმაროს

ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა კოსმოსურ სააგენტო “ნასას” წერილი მიწერა, რომ საკუთარი კომპანია Blue Origin-ი საკუთარი ბიუჯეტიდან 2 მილიარდ დოლარს გადაიხდის მთვარეზე დასაფრენი მოდულის შესაქმნელად იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწიდან თანამგზავრით ასტრონავტების გადაყვანის კონტრაქტს კომპანია მიიღებს.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ნასამ მოდულის შექმნა ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს დაავალა, კონტრაქტის თანხა 2,9 მილიარდი დოლარი იყო. ტენდერში Blue Origin-იც მონაწილეობდა, თუმცა მან ვერ გაიმარჯვა.

ამერიკული კოსმოსური კომპანია ვარაუდობდა, რომ კონტრაქტს ორი კომპანია მიიღებდა, თუმცა, საკმარისი ფინანსების არ არსებობის გამო მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდა.

“ნასა” მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას 2024 წელს გეგმავს, თუმცაღა სააგენტომ აშშ-ს კონგრესიდან მხოლოდ 850 მილიონი დოლარი მიიღო დაპირებული 3,3 მილიარდიდან.

წერილში, რომელიც ბეზოსმა “ნასას” ხელმძღვანელს ბილ ნელსონს მისწერა, ნათქვამია, რომ დეფიციტს საკუთარი კომპანია დაფარავს, თუკი ის პროექტში მონაწილეობას მიიღებს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგიგაური: წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება ყველანაირ პრობლემას უქმნის კრიტიკულ მედიას
შემდეგი სტატია“მთავარ არხზე ე.წ ფინანსური სამსახურების შესვლა მიზნად ისახავს თავისუფალი მასმედიის ისე დათრგუნვას, რომ ივანიშვილის ბატონობას მრავალი წელი არავინ შეუშალოს ხელი”