გიგაური: დეპუტატის კი არა ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოსმენა და ამის ნაციონალური მაუწყებლით გავრცელება ძალიან ბევრ პრობლემაზე მიუთითებს

დეპუტატის კი არა ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოსმენა და ამის ნაციონალური მაუწყებლით გავრცელება ძალიან ბევრ პრობლემაზე მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში. მარტივად, რომ ვთქვათ ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. ისე კი ყველას რომ გვისმენენ ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ. ამის დასაბუთებას კი წლებია უკვე მთავრობა და მასთან დაკავშირებული ჯგუფები თავისით აკეთებენ. ჩვენ ამაზე რესურსის დახარჯვაც კი არ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ ეს ფაქტი შესაბამისად შეფასდება, მათ შორის, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებიან. ცხადია პოლიტიკოსი ქალის უკანონო მოსმენა და თვალთვალი კიდევ უფრო მძიმე ფაქტია. მგონი აზრიც არ აქვს, რომ გამოძიება მოვითხოვოთ-წერს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: არ მესმის, გუშინ შექმნილმა პარტიამ, რომელმაც ერთი პროცენტი და რამდენიმე ხმა მიიღო, უარს ამბობს ორ ცალ მანდატზე, რადგან ცოტა ჰგონია, უნდა მიიღოს ხალხის ჯობიდან ფული და ოფისში დაჯდეს და მიიღოს ხელფასი არაფერში
შემდეგი სტატიაჯო უილსონი – ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად