ჯო უილსონი – ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აშშ კონგრესის საგარეო კომიტეტისა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი წერილობით გამოეხმაურა. კონგრესმენის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტი არჩევნები წარმატებით ჩატარდა.

„ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას 2020 წლის 31 ოქტომბერს. გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა. მიმდინარე წლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმების მიღების შემდეგ, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისაკენ. ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორმხრივ ეკონომიკურ წარმატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სიმტკიცეს მშვიდობის გზით.

ამერიკელი სამხედროები ძალზედ აფასებენ საქართველოს თავდადებულ და ნიჭიერ სამხედროებთან ჩამოყალიბებულ ალიანსს, რაც ჩამოგვიყალიბდა მსოფლიო მასშტაბით ერთიანი ძალებით გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლისას და ამ გზით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისას. საქართველოში ვიზიტების შედეგად შთაგონებული ვარ თქვენი ნიჭიერი მოსახლეობით. მე მომავალშიც გავაგრძელებ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის დახვეწისა და უფრო ძლიერი დემოკრატიის შენების პროცესში. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გაღრმავების საქმეში“, -ნათქვამია საქართველოს ელჩის სახელზე გაგზავნილ წერილში.

კონგრესმენი ჯო ვილსონი აშშ კონგრესში სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტისა და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარეა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგიგაური: დეპუტატის კი არა ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოსმენა და ამის ნაციონალური მაუწყებლით გავრცელება ძალიან ბევრ პრობლემაზე მიუთითებს
შემდეგი სტატიაკორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა