წულუკიანი: არ მესმის, გუშინ შექმნილმა პარტიამ, რომელმაც ერთი პროცენტი და რამდენიმე ხმა მიიღო, უარს ამბობს ორ ცალ მანდატზე, რადგან ცოტა ჰგონია, უნდა მიიღოს ხალხის ჯობიდან ფული და ოფისში დაჯდეს და მიიღოს ხელფასი არაფერში

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს

არ მესმის, გუშინ შექმნილმა პარტიამ, რომელმაც ერთი პროცენტი და რამდენიმე ხმა მიიღო, უარს ამბობს ორ ცალ მანდატზე, რადგან ცოტა ჰგონია, უნდა მიიღოს ხალხის ჯობიდან ფული და ოფისში დაჯდეს და მიიღოს ხელფასი არაფერში. მათ ეს ხელფასი ეკუთვნით იმისთვის, რომ იმიშაონ ხალხისთვის არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რაღაცა სიახლის განცდა გამიჩინა ამ ინიციატივამ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი სამართალმცოდნის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლის, მინდია უგრეხელიძის განცხადებას.

ამასთან, როგორც წულუკინი ამბობს, პარტიებმა, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებენ, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ.

„ორჯერ ვუსმინე ბატონ მინდიას, რომ გამეგო კარგად რას გვთავაზობს. ეს არის ადამიანი, ჯერ ჩვენ ბავშვები რომ ვიყავით, ყველა თაობის მთავრობის ნაკლს, ღირსებას და სხვა რაღაცებს ხედავდა მოსამართლის მანტიიდან, ანუ ნეიტრალური პოზიციიდან და არის ძალიან დიდი პროფესიონალი თავისი საქმის. არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რაღაცა სიახლის განცდა გამიჩინა ამ ინიციატივამ.

მაგალითად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, კიდევ ვთქვათ, ბოკერია, სხვებიც, ვიღაცები ერთი, ორი და მეტი ძალა უარს იტყოდნენ იმ მანდატებზე, რომელიც, ღმერთო ჩემო, ხალხმა მისცა მათ და ამ ხალხს ეტყოდნენ უარს, მაშინ, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ არა ჩვენზე (არავითარ შემთხვევაში, იქ ჩამკეტი მოქმედებს, ამას ჩვენ ვერ გადავინაწილებთ), არამედ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, თუ არ ეწყინებათ ვიტყვი, პატარა პარტიები-მეთქი ხმებს გადაინაწილებენ პროპორციულად და გაბევრდებიან, რადგან არ მგონია, ადგილები ასეთ შემთხვევაში ვაკანტური უნდა დარჩეს. მაგრამ, თუ ყველა ერთ პოზიციაზე დარჩება, ის კი ნამდვილად უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთმა პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ხალხის ჯიბიდან, ანუ ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ მიიღოს, რადგან არ მესმის, გუშინ შექმნილმა პარტიამ, რომელმაც ერთი პროცენტი და რამდენიმე ხმა მიიღო, უარს ამბობს მანდატზე თუ ორ ცალ მანდატზე, რადგან ცოტა ჰგონია, უნდა მიიღოს ხალხის ჯობიდან ფული და ოფისში დაჯდეს, მიიღოს ხელფასი არაფერში. მათ ეს ხელფასი ეკუთვნით იმისთვის, რომ იმუშაონ ხალხისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე – დიდი ძმა გვისმენს, ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას ექნება ინფორმაცია
შემდეგი სტატიაგიგაური: დეპუტატის კი არა ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოსმენა და ამის ნაციონალური მაუწყებლით გავრცელება ძალიან ბევრ პრობლემაზე მიუთითებს