გია ვოლსკი: თედო კობახიძე და მანანა კობახიძე პატიოსანი ადამიანები არიან

თედო კობახიძე და მანანა კობახიძე პატიოსანი ადამიანები არიან, – ასე პასუხობს ვიცე -სპიკერის მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების მმართველი გუნდის ლიდერი გია ვოლსკი. მას არ სჯერა გაჟღერებული ინფორმაციის და მიაჩნია, რომ აბსურდულ ბრალდებებზე პროკურატურა საქმეს ვერ აღძრავს.

განცხადება გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„თედო კობახიძე, ისევე როგორც მანანა კობახიძე არიან პატიოსანი ადამიანები, რომელსაც არაფერი არც შეუძლიათ რომ ჩაიდინონ. კატეგორიულად ემიჯნებიან ყველანაირ კანონდარღვევას. თუ იკადრებ ადამიანი, ნებისმიერი იტყვის. ყველაფერზე გამოძიების დაწყება არა მგონია მართებული იყო,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ძმას, თედო კობახიძეს, საკრებულოში მიღებული ხელფასიდან წილის გამოძალვაში სდებს ბრალს. ბადრი ჯავახიშვილის მტკიცებით, ხელფასიდან წილს კობახიძე სხვა პირებისგანაც იღებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ამაშუკელი: თედო კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს
შემდეგი სტატიაგიორგი კოპაძე: მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში