თამარ ამაშუკელი: თედო კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს

თავისუფალი დემოკრატები მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ოპოზიციურ პარტიაში თანამშრომლებისგან ფულის გამოძალვის ფაქტების გარდა, მთავარ პროკურატურაში თედო კობახიძის გავლენებზეც საუბრობენ.

თავისუფალი დემოკრატები სწრაფ გამოძიებას ელოდებიან, თუმცა ობიექტურობის იმედი არ აქვთ.

„ბრალდებები ძალიან მძიმეა, თან ეს ადამიანი ძალიან მაღალ თანამდებობაზეა, თანამდებობა, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს. ჩვენ პროკურატურისგან ველოდებით ობიექტურ და ძალიან სწრაფ გამოძიებას. მართალია პროკურატურის იმედი დიდად არ გვაქვს, ჩვენს პარტიაზე განხორციელებული პროცესების შემდეგ. რამდენად ობიექტური იქნება ამჯერად გამოძიება ვნახავთ,“ – აცხადებს თამარ ამაშუკელი.

banner
წინა სტატიაში“ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: თედო კობახიძე და მანანა კობახიძე პატიოსანი ადამიანები არიან