გიორგი კოპაძე: მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე წარუდგინა.

ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში ყველა ის სიკეთე, რასაც ჰქვია თავისუფლება და ადამიანების გვერდში დგომა.

„მე ჩემის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოგიწოდებთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: თედო კობახიძე და მანანა კობახიძე პატიოსანი ადამიანები არიან
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: ზღაპრები არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას