გია ვოლსკი : იწყება პერიოდი, როცა ყველაფერი არ არის ჯანდაცვის მუშაკების ხელში

იწყება პერიოდი, როცა არ კონტროლდება და არ არის ყველაფერი ჯანდაცვის მუშაკების ხელში, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვემზადოთ უკვე წინაკრიზისული პერიოდისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვა, რადგან „მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა.“

„პირველი ეტაპი საკმაოდ წარმატებით გავიარეთ და ალბათ ის აპლოდისმენტები ეკუთვნოდათ ექიმებს და შეიძლება კიდევ მეტი აპლოდისმენტი და ჩვენი მადლიერებაც. ისევე როგორც როგორც სხვა სტრუქტურებს, პოლიცია ეს თუ სხვა სტრუქტურები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

მაგრამ იწყება პერიოდი, როცა არ კონტროლდება და არ არის ყველაფერი ჯანდაცვის მუშაკების ხელში, რაც არ უნდა მაღალი დონის ექსპერტები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვემზადოთ უკვე წინაკრიზისული პერიოდისთვის და ვფიქრობ, ნაკლები დანაკარგებით გამოვალთ, ვინაიდან ეს მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ კარგად ჩავიარეთ. აქედან გამომდინარე, ადამიანების თვითშეგნება, დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ იქნება საგანგებო მნიშვნელობის. სამწუხაროდ, კიდევ იყო ამ დღეებში ფაქტები, იქ ქორწილი გადაიხადა ვიღაცამ, იქ ხალხმრავალი შეკრება იყო და ყურადღებით უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარლამენტის როლს, პარლამენტი და მთავრობა ახლა მუშაობის ერთ რეჟიმში არიან და უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში, კოორდინაციაში ერთმანეთთან,“- განახადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშირაკლი ჩიქოვანი : პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისთვის
შემდეგი სტატიარესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა