რაკლი ჩიქოვანი : პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისთვის

პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დამატებით განსაზღვრული ახალი გეგმები, ახალი სტიმულირების პაკეტის შემუშავება ბიზნეს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდნენ.

„პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში. დამატებით უნდა განისაზღვროს ახალი გეგმები და ახალი სტიმულირების პაკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გაუმკლავდნენ კორონავირუსის გამოწვევას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიიმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : იწყება პერიოდი, როცა ყველაფერი არ არის ჯანდაცვის მუშაკების ხელში