გია ლორთქიფანიძე 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურებრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში. ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად კი ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გია ლორთქიფანიშე მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად. განცხადებაში ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ბრალის წაყენება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

“ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება ე.წ. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერნე დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში. 2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალინ მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, აქედან გამომდინაეე მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე”, – ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში.
ლორთქიფანიძის მიმართ დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს ამ წუთებში სასამართლო.

banner
წინა სტატიაშიდავით ჯანდიერი: პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებსა და გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები დღეს გაიმართება
შემდეგი სტატია„ოცნების“ მმართველობის მეოთხე საუკეთესო წლის მწარე რელობა