„ოცნების“ მმართველობის მეოთხე საუკეთესო წლის მწარე რელობა

14457549_1559160670776836_5687704978327439971_n2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან, ანუ იმ დღიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ოთხი წელი გავიდა. ყველას კარგად გვახსოვს, რომ მაშინ „ოცნების“ ლიდერები გვპირდებოდნენ, თუ ხელისუფლებაში ჩვენ მოვალთ, მეოთხე წელი საუკეთესო იქნებაო. „ოცნებას“ რომ ვკითხოთ, მართლაც, მეოთხე საუკეთესო წელია და ამ თემაზე საუბრის დროს „ოცნების“ ლიდერებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ 2012-ის შემდეგ ამ ქვეყანაში მთავარი პრიორიტეტი ადამიანია, თუმცა ძნელი გასაგებია, რას ნიშნავს „მთავარი პრიორიტეტი ადამიანია“, რადგან ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ კი არ შეიცვალა, არამედ, შეიძლება, ითქვას, გაუარესდა კიდეც.
ამას ის ფოტოც მოწმობს, რომელიც აღმაშენებლის გამზირზეა გადაღებული. მართალია, ფოტოზე ასახული ტექსტის ავტორის იდენტიფიკაცია შეუძლებელია, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ის ან სოციალურად დაუცველია, ან გაჭირვებული პენსიონერი, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ თანმშრომლებს სთხოვს, რომ გაზი არ გამოურთონ, რადგან მალე პენსიას აიღებს და დავალიანებას გადაიხდის.
ამ ფოტოს გამოქვეყნება „ოცნებას“ არ ესიამოვნება და შეიძლება, ოპოზიციის პროვოკაციადაც მონათლოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ოცნებები არ ახდა და საქართველოში ადამიანები ისევ შიმშილის ზღვარზე არიან!
სხვთა შორის, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ეს ფოტო გავრცელდა, ინტერნეტმომხმარებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაჭირვებულ ადამიანს დახმარებოდნენ. ზოგადად, ხალხს ისევ ერთმანეთის თანადგომა თუ გადაარჩენს, თორემ ხელისუფლების იმედი არც აქამდე ჰქონდა და არც ამის მერე ექნება!
სხვათა შორის, აღვნიშნეთ, რომ ფოტო აღმაშენებელზეა გადაღებული, ანუ გაჭრვებული ადამიანი, როგორც ჩანს, აღმაშენების გამზირზე ცხოვრობს და ეს ის აღმაშენებელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, „ოცნებამ“ ზარზეიმით გახსნა და თავი მოიწონა, რომ გამზირის რეაბილიტაცია დაასრულა!
გამზირების და ქუჩების რეაბილიტაციაც კარგია და განახლებაც, მაგრამ მშიერ ხალხსაც თუ მიხედავს ვინმე, უკეთესი იქნება!

banner
წინა სტატიაშიგია ლორთქიფანიძე 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძისა და “გირჩის” წევრებს შორის კონფლიქტს ესწრებოდა