დავით ჯანდიერი: პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებსა და გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები დღეს გაიმართება

პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებსა და გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები დღეს გაიმართება, – ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით ჯანდიერმა აღნიშნა, არ არსებობს წინაპირობა, რომ ორ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის პარტია რაიმე ემუქრებოდეს.

„მას შემდეგ რაც „გირჩმა გაერთიანება დატოვა, „გირჩის“ რამდენიმე წევრმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა – მომწერეს, რომ მოეწონათ ჩემი გამოსვლა სამართალთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. სხვა ტიპის კონსულტაციები მათთან არ გვქონია. კონსულტაცია იქნება გიორგი ვაშაძესთან დღეს 14:00 საათზე. კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საზოგადოებას ეცნობება. მე ვერ ვხედავ ვერავითარ წინაპირობას იმისას, რომ ეს ბლოკი, რომელიც აერთიანებს ორ პოლიტიკურ მოძრაობას- პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის და გიორგი ვაშაძის პარტიას რაიმე ემუქრებოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან „ახალი მემარჯვენეები“ და ისინი დარჩებიან ჩვენს გვერდით. სიის ფორმირება ახლებურად ვერ მოხდება, რვა სექტემბერს ამოეწურა ვადა სიაში ახალი კანდიდატების წარდგენის, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს, რამდენიმე ადამიანი ამოვარდება სიიდან”, – განაცხადა ჯანდიერმა.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა: “ნაციონალური მოძრაობა” ტერორისტული ორგანიზაციაა
შემდეგი სტატიაგია ლორთქიფანიძე 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს