გია კორკოტაშვილი ლევან ვასაძეს მხარდაჭერას უცხადებს

მე ლევან ვასაძეს დიდი ხანია, ვიცნობ. აქ ბოლომდე ვიდგები, რომ არ იზეიმოს გარყვნილებამ ჩემ ქვეყანაში. რაც შეეხება რაზმებში ჩაწერას, მე თვითონ რაზმი ვარ – ამის შესახებ გია კორკოტაშვილი აცხადებს.

როგორც კორკოტაშვილმა აღნიშნა, ვასაძეს დიდი ხანია იცნობს და ბიზნესმენის მოსაზრებებს სრულად იზიარებს.

„ბევრი მეკითხება კომბლებზე და ქამრებზე, ვისთან ვიჩხუბო? ლგბტ-სთან ვიჩხუბო? დავდგებით და დავანახებთ, რომ საზოგადოება ვართ ჩვენ. ღვთის წყალობით საქართველოში არის ადამიანების უმრავლესობა, ვინც მამა-პაპურ მართლმადიდებლურ ცხოვრებას მისდევს. პროპაგანდა ნიშნავს ქუჩაში გამოსვლას და თავისი აზრების ფრქვევას. თუ ჩაკეტილში ჩაატარებენ, რაც უნდათ, ის უქნიათ. თავისი სხეული თავისია და როგორც უნდათ ისე მოიხმარონ, ნუ რყვნიან საზოგადოებას თავისი ქცევით. რქებით გვაწვებიან და მოიმტვრევენ მაგ რქებს“, – განაცხადა კორკოტაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აწყობს, რომ გაიმართოს პრაიდი.

​„ღმერთმა ხელი მოუმართოს, რომ სწორ გზაზე დადგნენ, როგორ ვეჩხუბო მათ, არ მაქვს აგრესია მათ მიმართ. ვხედავ, გაჩუმდებიან და უკნიდან პოლიტიკოსები აწვებიან, მიდი, დაიწყეთო. თუ ამათმა რამე გამართეს, დაათვალიერეთ და ნახავთ ლგბტ 10 წევრი იქნება და გულშემატკიბარი ეყოლებათ 100 კაცი, რომელიც შეიძლება ელოდება დასავლეთიდან დაფინანსებას. მე ლევან ვასაძეს დიდი ხანია, ვიცნობ. აქ ბოლომდე ვიდგები, რომ არ იზეიმოს გარყვნილებამ ჩემ ქვეყანაში. რაც შეეხება რაზმებში ჩაწერას, მე თვითონ რაზმი ვარ“, – განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული მისიის“ წარმომადგენელი – უწმინდურების გულისთვის თუ პოლიცია დაიწყებს ხალხის დარბევას, ხალხი საკადრის პასუხს გასცემს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: გულმხურვალედ ვგულშემატკივრობ ხელისუფლებას და მზად ვარ ნებისმიერი ტიპის ჩართულობაზე