„ქართული მისიის“ წარმომადგენელი – უწმინდურების გულისთვის თუ პოლიცია დაიწყებს ხალხის დარბევას, ხალხი საკადრის პასუხს გასცემს

„ქართული მისიის“ წარმომადგენელი რამაზ გაგნიძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც რამაზ გაგნიძემ განაცხადა, არაფერი ფორმირება არ ხდება, არის რაზმი ეროვნული ხალხის დონეზე, რათა არ ჩატარდეს უმსგავსობების პარადი.

„ჩვენ არავის არ შევწინააღმდეგებივართ, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ეს უმსგავსი ხალხი და სამწუხაროდ ავადმყოფი ხალხი შეეცდება თავიანთ პროპაგანდას. ჩვენ მივალთ იქ და ჩვენ სადაც მივალთ, ისინი იქ აღარ გაჩერდებიან. რაც შეეხება კომბლებსა და ქამრებს ეს იყო სიმბოლური ფორმა და ასეთი რამის გამოყენება არ იქნება. პოლიციამ აუკრძალა პრაიდის ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ვერ უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას. თუ ამ უწმინდურების გულისთვის პოლიცია დაიწყებს ხალხის დარბევას, ამ შემთხვევაში ხალხი გასცემს საკადრის პასუხს. მე რომ სამსახურებში ვნახო ასეთი ადამიანები, არავითარი პრობლემა არ მაქვს, ვესალმები ჩვეულებრივად. ასევე რომ ვნახო სახლებში, ან სადღაც უბანში, არაფერი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ამათ პროპაგანდას, რომლის უკან დგანან სახელმწიფოს ზოგიერთი გარეწარი პოლიტიკოსი, ვისი რეკლამის საფუძველზეც ესენი ფულს შოულობენ, ამათ პროპაგანდას მე ვერ ავიტან“, – განაცხადა გაგნიძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე – ადამიანი, რომელიც ქამრებითა და კომბლებით გამოდის, აყალიბებს რაზმებს, არ არის ადეკვატური და აცდენილია თანამედროვე რეალობას
შემდეგი სტატიაგია კორკოტაშვილი ლევან ვასაძეს მხარდაჭერას უცხადებს