გია ხუხაშვილი:ეს დაკავება საეჭვოდ დაემთხვა ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურის დაპირისპირებას

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში უკრაინის ხელისუფლების ინტერესებს ხედავენ. მათი შეფასებით, ეს დაკავება საეჭვოდ დაემთხვა ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურის დაპირისპირებას, რასაც მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც უკარინაში არსებული კორუფციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ერთის მხრივ, ანტიკორუფციულ ბიუროს და მეორეს მხრივ, უკრაინის მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს შორის დაიწყო სერიოზული დაპირისპირება, რასაც მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ ისინი იმედგაცრუებული არიან უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით და ეს მძიმე განაცხადია. მეორე დღეს ხდება ის, რაც ხდება. ექსტრადირებაზე საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია, იმიტომ, რომ ადგილზე მას ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული,“ – განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოცვაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაბათუ ქუთელია:უკრაინელი ხალხის დემოკრატიული ინსტინქტები ძლიერია