ბათუ ქუთელია:უკრაინელი ხალხის დემოკრატიული ინსტინქტები ძლიერია

მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგას

უკრაინელი ხალხის დემოკრატიული ინსტინქტები ძლიერიაის ფაქტი, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ციხეში პოლიტიკური ბრალდებებით მოხვედრილიყო, უკრაინის დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნებოდა, – ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უკრაინელი ხალხის დემოკრატიული ინსტინქტები ძლიერია. ქუთელიას აზრით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ინტერესებში შედიოდა.

„ჩემი აზრით უკრაინისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, უკრაინის განუხრელი დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ციხეში პოლიტიკური ბრალდებებით მოხვედრილიყო, უკრაინის დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნებოდა და ეს ერთადერთი პუტინის ინტერესებში შედიოდა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უკრაინელი ხალხის დემოკრატიული ინსტინქტები გაცილებით უფრო ძლიერია, ეს ახლაც დადასტურდა და მაიდანზეც, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის არასწორ გადაწყვეტილებას ხალხი წინ აღუდგა. მე ვისურვებდი, რომ უკრაინაში პოლიტიკური ცხოვრება ნორმალურ დემოკრატიულ ფარგლებში დაბრუნებულიყო. ამ მხრივ, უკრაინაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ლიდერმა პოროშენკომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სხვა ავტოკრატიულ ლიდერებს გაუთანაბრებს, რომლებმაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან ცუდად დაამთავრეს“, – განაცხადა ქუთელიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი:ეს დაკავება საეჭვოდ დაემთხვა ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურის დაპირისპირებას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის დაკავებას კიევში შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება