ბოცვაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში აფეთქება მოხდა

ზეინაბ ბოცვაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ქრობის პროცესში მონაწილეობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა მამუკა ყირიმელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. ქრობის პროცესში მონაწილეობდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 8 ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 40 მეხანძრე-მაშველი. იწვოდა სხვენი, გადახურული მანსარდი“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიარსენ ავაკოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი:ეს დაკავება საეჭვოდ დაემთხვა ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურის დაპირისპირებას