გია ხუხაშვილი – სევდის მომგვრელია, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები „მიჰა ჰამოდის“ ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

„ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც კარგი ფანტაზია არ აქვთ, შეუფერებელი ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“,- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე მმართველი გუნდის შემდეგნაირად გამოხმაურებას: “Miha Hamodii”.

„ ეს არის შუმერული თამაში, როდესაც ერთი აცხადებს რომ „მოვდივარ“ და არ მოდის, მეორე კი, აქ ამბობს „მივდივარ“ და არ მიდის. ამ შუმერული თამაშის მონაწილეები ვართ.

„ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც კარგი ფანტაზია არ აქვთ. ჰყავთ სპეციალისტი, რომელიც SMS-ით უგზავნის მესიჯბოქს და შემდეგ ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“. ამას სხვა რამეს ვერ ვუწოდებ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავის კომპლექსებს „ქართულ ოცნებაში“ ასე გამოხატავენ. რა ვქნათ, ჩვენ იძულებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუყუროთ.

„ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილი საშიში არ არის, ეს არის პოლიტტექნოლოგიური თემა. მიშას თავისი ელექტორატისთვის და მხნეობისთვის სჭირდება იმის გაცხადება, რომ ის მოდის არჩევნების წინ, ხელისუფლება კი ცდილობს ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს – „მგელი მოდის, მგელი მოდის“ იძახოს, ამით ორივე მხარე ცდილობს მიიღოს სარგებელი. ერთი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მეორე-ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის სტატუსს. ამას პროვინციულად უხარისხოდ ფუთავენ.

დიდი ბოდიში, როდესაც ქალაქის მერი და უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი „მიჰა ჰამოდის“ იტყვის, გემოვნებაზე, შესაძლოა, არ დაობენ, მაგრამ ძალიან სევდის მომგვრელია ასეთი გემოვნების ადამიანები რომ ხელისუფლებობანას თამაშობენ“, – განცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში დასასვენებელი სივრცე ეწყობა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი – მიხეილ სააკაშვილის „გაბედულ“ ნაბიჯს საქართველოში დაბრუნების შესახებ ენთუზიაზმით შეხვდება პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი