დავით მათიკაშვილი – მიხეილ სააკაშვილის „გაბედულ“ ნაბიჯს საქართველოში დაბრუნების შესახებ ენთუზიაზმით შეხვდება პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი

მიხეილ სააკაშვილის „გაბედულ“ ნაბიჯს საქართველოში დაბრუნების შესახებ, ვფიქრობ, ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ „კაბინეტს“ დაახვედრებს ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ამ კარიკატორულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული – მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ. თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი – სევდის მომგვრელია, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები „მიჰა ჰამოდის“ ფრაზეოლოგიით იწყებენ „ტინგიცს“
შემდეგი სტატიალევან თარხნიშვილი – მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტდევნილი და აქვს აბსოლუტური უფლება, დაბრუნდეს სამშობლოში