დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

region
ავტ.: region აგვისტო 28, 2020 14:25

დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდ დიღომში, ე.წ. „ანბანის სკვერის“ ტერიტორიაზე, სადაც ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, 3 800 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და საპარკე სკამები დამონტაჟდება. აგრეთვე, ტერიტორიაზე განთავსებული ანბანის რესტავრაცია განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე, დიდი დიღმის მოსახლეობისთვის აღნიშნული სივრცის დაბრუნება. მერის გადაწყვეტილებით, ტერიტორია ადგილმონაცვლეობით დაუბრუნდა ქალაქს. როგორც იცით, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმებოდა. პირველ ეტაპზე, განხორციელდა დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი. ახლა კი, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება და „ანბანის“ რესტავრაცია”, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტს ახორციელებს კომპანია „გრინსერვისი+“, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 288 136 ლარით.

region
ავტ.: region აგვისტო 28, 2020 14:25