გია ხუხაშვილი : სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა

მწარე სიმართლე ერთია – კრიმინალმა დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია, რომელთანაც სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა – გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გევრდზე , ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებულ თავდასხმას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს – მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის თქმით, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს
შემდეგი სტატიაქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა