ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა. ინფიცირებულია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე.

ინფორმაცია რამაზ ჩხიკვაძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ თავმჯდომარის მოადგილე 11 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და დადებითი პასუხი განმეორებითი ტესტის გაკეთების შემდეგ დადასტურდა, მას კონტაქტები არ ჰქონია.

საკრებულოს აპარატი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი : სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა