ოკუპირებული აფხაზეთის თქმით, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 22, 2020 10:32

ოკუპირებული აფხაზეთის თქმით, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდიდან გაქცეულ თავდამსხმელს ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. როგორც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასაზღვრო ძალების მეთაურმა მედიას უთხრა, ისინი რუსეთთან ერთად, ყველა საჭირო ზომას მიიღებენ, რომ დამნაშავე აფხაზეთში არ შევიდეს.

ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელის ავტომანქანა რომელშიც მძევლებიც იმყოფებოდნენ, აფხაზეთისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ დამნაშავე ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებდა.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავად კი გაიქცა. შსს-ს ინფორმაციით სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 22, 2020 10:32