გია ხუხაშვილი: პაატა ბურჭულაძემ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ექსპერტ, გია ხუხაშვილის შეფასებით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა საინტერესოა, თუმცა მისი თქმით, მან ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ მისი დაპირებები რეალურია.

ხუხაშვილის განცხადებით, პაატა ბურჭულაძეს თეორიულად ადვილად გადასაწყვეტი, თუმცა პრაქტიკულად, რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი.

“ქვეყანაში სპეციფიური პოლიტიკური ვითარებაა. მთლიანად პოლიტიკური ელიტაა კრიზისში და ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა, სამწუხაროდ, არჩევანის გარეშეა დარჩენილი. ამომრჩეველი ახალ არჩევანს ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ფიგურები შემოდიან, რომლებიც წარსულის ცოდვებით არ არაინ დამძიმებული, არ არიან შემჩნეული იმედგაცრუებაში და შესაბამისად, თეორიულად, ამ მხრივ, პააატა ბურჭულაძის შეთავაზება საინტერესოა. იმისთვის, რომ მან რეალურად შეძლოს კონკურენციის გაწევა მთავარ მოთამაშეებთან, ორ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, რამდენად მისაღებია ის საზოგადოებისთვის და მთავარი, შეუძლია თუ არა მას ქვეყნის მართვა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. რთული ამოცანა აქვს მას, თეორიულად ადვილად გადაწყვეტადი, თუმცა, პრაქტიკულად, რამდენად მოახერხებს ამას, ეს დამოკიდებულია, როგორ ჩააბარებს ის ძირითად გამოცდებს. ბურჭულაძემ უნდა დაარწუმონოს საზოგადოება, რომ მისი დაპირებები არ არის ტყუილი და რეალურად შეუძლია შესრულება”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

“საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. “სახელმწიფო ხალხისათვის” – ასე ჰქვია მის პოლიტიკურ მოძრაობას.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: შეიძლება, მსოფლიოს პირველი ბანი მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: ლევან ბერძენიშვილის სიტყვათა წყობა, ძალიან ჰგავდა მეჭიაურის განცხადებებს