გიორგი აბაშიშვილი: ლევან ბერძენიშვილის სიტყვათა წყობა, ძალიან ჰგავდა მეჭიაურის განცხადებებს

ლევან ბერძენიშვილის სიტყვათა წყობა, აზრთა წყობა ძალიან ჰგავდა „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის ბატონი მეჭიაურის განცხადებებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფრომა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, სადაც გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდა.

„ბატონი ლევან ბერძენიშვილის კომენტარი, სიტყვათა წყობა, აზრთა წყობა ძალიან ჰგავდა „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის ბატონი მეჭიაურის განცხადებებს. თავდაპირველად „რესპუბლიკური პარტია“ საუბრობდა, რომ მხარს უჭერდა პრეზიდენტს. გუშინ ბერძენიშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ პარტია პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტს. „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის დიდი მონდომებით მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ არაკონსტიტუციურ კანონებზე ვეტოს დაძლევაში. უფრო მეტიც, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ნოდარ ებანოიძე მეჭიაურთან ერთად იყო ავტორი საბანკო ზედამხედველობის კანონის, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკის დანაწევრებას. ეს კანონი იქნა შეჩერებული”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი და „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატი, ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა.

„ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. ნაკლებად ვერთვები ან ყურადღებას ვაქცევ ამ პროცესს. შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ამ 2-წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა, რომელთანაც მანამდეც შესაძლებელი იყო კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, მომავალშიც ასე იქნება, არის გიორგი კვირიკაშვილი. შესაბამისად, ახლა დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვისმჯელო, ამ პროცესს აქვს თავის ისტორია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: პაატა ბურჭულაძემ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი
შემდეგი სტატია“პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც ფულები უთეთრებია სააკაშვილთან ერთად, ახლა რა ქვეყნის გადარჩენა მოინდომა”