თამაზ მეჭიაური: შეიძლება, მსოფლიოს პირველი ბანი მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს

დეპუტატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობიდან” სახეებს აგროვებს.

„ფაქტიურად “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან ეძებს სახეებს ძირითადად, ასევე თუნდაც ის ცხრაწლიანი პერიოდი, როცა მას საერთოდ ხმა არ ამოუღია, მე მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, ისე მოქალაქოებრივი ხმა ამ შემთხვევაში. ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, შეიძლება, მსოფლიოს პირველი ბანი მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ველოდებით, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მალე მიიღებს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: პაატა ბურჭულაძემ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი