ღუდუშაურის კლინიკაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც “თაიმერსს” შსს-დან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 34 წლის პაციენტი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადახტა.

პაციენტი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში გუშინ მოათავსეს და მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელბის განმარტებით, პაციენტის გაკავება პერსონალმა და დაცვამ ვერ შეძლო და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

banner
წინა სტატიაში“დასჯა თუ წახალისება არ მოხდება ერთპიროვნულად”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – 16 წლის ასაკს ქვევით ქორწინების შემთხვევები მკაცრად უნდა იყოს დასჯილი