ღორის ჭირი – როდის დაეხმარება მთავრობა მოსახლეობას

რამდენიმე დღის წინ “თაიმერი” უკვე იუწყებოდა, რომ დუშეთსა და თიანეთში ღორის ჭირი მძვინვარებს. მიუხედავად იმისა რომ ასეულობით ღორი დაიხოცა, ხელისუფლება მოსახლეობის დახმარებას არ ჩქარობს.

როგორც “თაიმერს” დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ხორხის ხეობის მკვიდრებმა უთხრეს, მათთან კატასტროფული მდგომარეობაა. ერთ ოჯახს 70 ღორი დაეხოცა, აქედან 15 მაკედ იყო. მეორე ოჯახმა 50 ღორი დაკარგა, მესამემ – 40.

“ეს აფრიკული ჭირი არაა, რაღაც ახალია. ღორებს ტანზე ლაქები უჩნდება, ეწყებათ ცხელება და 10 დღეში იხოცებიან. არანაირი წამალი არ შველით” – ადგილობრივებმა “თაიმერს” განუცახდეს.

ღორის ჭირი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც დაფიქსირდა. ადგილობრივმა უშიშროების სამსახურებმა ღორის ჭირის მიზანმიმართულ გავრცელებაში თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორია დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში კაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგოცირიძე სამებაში საყოველთაო ნათლობაზე: უპასუხიმგებლო საქციელია