ღარიბაშვილი: თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რეზო ამაშუკელის ოჯახს და მთელ საქართველოს

თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რეზო ამაშუკელის ოჯახს და მთელ საქართველოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეზო ამაშუკელი თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე იყო.

“ძალიან დამწყვიტა გული თვალსაჩინო პოეტის რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ.

სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით აღსავსე, განუმეორებელი ხელწერით შექმნილი მისი პოეზია ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. ამავე დროს იგი იყო თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი რეზოს უკომპრომისო საზოგადოებრივი პოზიცია სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს და მთელ საქართველოს”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: სააკაშვილთან დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მკურნალ ექიმს
შემდეგი სტატიაბოტკოველი სააკაშვილზე: უკვე დაასრულა ეკონომიკური გეგმა და ძალიან მალე წარადგენს თვითონ პირადად