ადვოკატი: სააკაშვილთან დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მკურნალ ექიმს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა.

როგორც ადვოკატმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს ამ დრომდე არ უშვებენ, რაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

“დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს და ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების. არანაირი წვდომა არ გვაქვს ინფორმაციაზე, ვინ ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და საერთოდ რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის არ დაშვება მასთან, ბუნებრივია, აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს და პრინციპში, კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისთვის იმ სამედიცინო სერვისების გაწევა, რაც აუცილებელია და ეს აუცილებლობა დადასტურებულია ორი კონსილიუმის დასკვნებით”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ადვოკატებს კვლავ არ აძლევენ მიხეილ სააკაშვილთან დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართა.

წინა სტატიაშიუდუმაშვილი – საუბარი იქნება შიდაპარტიულ გაძლიერებაზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რეზო ამაშუკელის ოჯახს და მთელ საქართველოს