ღარიბაშვილი – სიტყვა გურია გულიდან მოდის, ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს

“როგორც მითხრეს, სიტყვა გურია გულიდან მოდის და მინდა, რომ ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს. მინდა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენისას.

ღარიბაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა “დასადგურდა”:

“სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ ჩვენმა გუნდმა შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და თქვენი სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის საერთო მართვით და ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ ქვეყანაში, მეგობრებო, დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების, განვითარების, პროგრესის, წინსვლის.” ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ
შემდეგი სტატიაილია ჭიღლაძე – სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე პატრიარქის კისერზეა მორალურად