ილია ჭიღლაძე – სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე პატრიარქის კისერზეა მორალურად

დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუისით გარდაცვლილი ადამიანების სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე მორალურად საქართველოს პატრიარქის კისერზეა.

“არანაირი მადლიერება საბჭოთა პატრიარქისაგან ექიმებისადმი არ ისმის, არადა ის რომ დღეს ცოცხალია მხოლოდ ექიმების და მედიცინის დამსახურებაა, თანაც ევროპული მედიცინის, გერმანიაში რამდენჯერმე იყო, ჩეხეთშიც ასევე წინა წლებში. ღმერთის იმედად თუ იყო, მაშ ნუ მიმართავდა ძვირად ღირებულ სამედიცინო მკურნალობებს და ევროპაში ნუ ივლიდა ამისთვის. დღევანდელი სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე საქართველოში მთლიანად ილია მეორის კისერზეა მორალურად, ისაა ის კერპი რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 88 პროცენტი ემონება”,- წერს ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სიტყვა გურია გულიდან მოდის, ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს
შემდეგი სტატიაკულუმბეგოვი – არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში, რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას