ღარიბაშვილი – სააკაშვილის დაკავებას ვინც ხელს შეუშლის, ისიც ციხეში შევა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებენ, ხოლო ყველა, ვინც ამას ხელს შეუშლის “ციხეში შევა”.

“სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში.

დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა და გამოაგდეს და ჩამოვიდა. რა უნდა მოხდეს, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით”, – თქვა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – რისი თავი აქვს მაგ საცოდავს – სააკაშვილს დახვდება მასზე გამწარებული ასი ათასობით ადამიანი
შემდეგი სტატიაჩხაიძე – სამწუხაროდ, მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა