ღარიბაშვილი – რისი თავი აქვს მაგ საცოდავს – სააკაშვილს დახვდება მასზე გამწარებული ასი ათასობით ადამიანი

რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს – სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასი ათასობით ადამიანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის და მხარდაჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასი ათასობით ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ და ცდილობენ, რომ არეულობა და დაბნეულობა შემოიტანონ. მარტივი პასუხია სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს იმავე წამს იქნება დაკავებულიდა შებრძანებული ციხეში“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას დავუდებთ – თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ მას მოვემსახუროთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სააკაშვილის დაკავებას ვინც ხელს შეუშლის, ისიც ციხეში შევა