ხვიჩია – „პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას დავუდებთ – თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ მას მოვემსახუროთ

„პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას დავუდებთ – თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ, – ამის შესახებ გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას 2 ოქტომბრის საღამოს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, „გირჩის” ვალუტაზე ნებისმიერ ჩემს კოლეგას, შეიძლება ჩამოვიდეს კიდეც, მაგრამ რისკის ნაწილია. თქვენ იცით, რომ “პორშეს” ვათამაშებთ, ასევე დაპირება გვაქვს, რომ სააკაშვილი თუ ჩამოვა, “პორშეთი” მივიყვანთ საჭირო ადგილზე. „პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას რასაც ვუდებთ, იქნება ის, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ. სააკაშვილს ყველასგან სხვადასხვა რამ ელის, ზოგისგან ჩახუტება, ზოგისგან „პორშეთი” გასეირნება, ზოგისგან არცთუ სასიამოვნო რაღაცები და „ქართული ოცნება” რას იზამს, ვნახოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – არავის მივცემთ საშუალებას, რაიმე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – რისი თავი აქვს მაგ საცოდავს – სააკაშვილს დახვდება მასზე გამწარებული ასი ათასობით ადამიანი