ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს

ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, სულ მცირე, რვა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის რეგიონში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 57 სამხედრო შეტაკება მოხდა. ამასთან, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.

ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ კიპერის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც 300 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – პუტინისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა თავად არის ის, ვინც ტერორით იკვებება უკვე ორი ათწლეულია
შემდეგი სტატიაფუკუიამა ივანიშვილზე – ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც დემოკრატიას ანგრევს