გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუს კოლეგას დონბასზე ესაუბრნენ

სატელეფონო საუბარში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ორშაბათს მოუწოდეს, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში “პოზიტიური წვლილი შეიტანოს”.
ჰაიკო მაასის, ჟანა-ივა ლე დრიანისა და სერგეი ლავროვის საუბრის შესახებ გერმანიის საგარეო უწყებამ გაავრცელა – უკრაინული მედია წერს.
მაასმა და ლე დრიანმა რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვართან გადაადგილებაზე საუბრისას რუსეთს მოუწოდეს, ვენის კონვენციის შესაბამისად “გამჭვირვალობა შეინარჩუნოს”.

მათ ისაუბრეს მინსკის ხელშეკრულებასა და პარიზის 2019 წლის სამიტზე და “რუსეთს, კონფლიქტის გადაწყვეტაში პოზიტიური როლის თამაშისკენ მოუწოდეს”.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება 8-9 ივნისს სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა, სადაც ჰაიკო მაასს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ უკრაინის მოწოდებაზე მას იარაღი მიაწოდოს, უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს
შემდეგი სტატიაგაბუნია – ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია