გაბუნია – ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაბუნიას თქმით, მინისტრი თვითიზოლაციაშია და ბინაზე აგრძელებს მკურნალობას. მისივე განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის მეორე დოზით აცრა ამ ეტაპზე ვერ გაუკეთდება.

„ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ბინაზე აგრძელებს თვითიზოლაციას და მკურნალობას. როგორც კი მას ექნება PCR პასუხი უარყოფითი, ამ შემთხვევაში დაუბრუნდება სამუშაოს. ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება რეკომენდაციები, ჯერჯერობით ახალ ინფექციაგადატანის შემთხვევაში ვაქცინაცია ჩვენთან არ კეთდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუს კოლეგას დონბასზე ესაუბრნენ
შემდეგი სტატიაკობახიძე – საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით