იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს

„გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებს ხოლმე”.

კითხვაზე, როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგია პარლამენტში, ხვიჩია ამბობს, რომ „ღმერთმა იცის”. მისივე თქმით, რა სტრატეგიაც არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას”, „ეს მათ პარლამენტში არყოფნას აჯობებს”.

„შეიძლება სწორ გადაწყვეტილებამდე მიდიოდეს, როგორც პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ასევე სწორ გადაწყვეტილებამდე შეიძლება მივიდნენ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებითაც”,- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – იმის მოლოდინი, რომ მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია
შემდეგი სტატიაგერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუს კოლეგას დონბასზე ესაუბრნენ