გერმანიის მთავრობა პუტინის წინადადებას სირიის აღდგენაზე არ ეთანხმება

გერმანიის მთავრობა თვლის, რომ სირიის დახმარების შესახებ წინადადებების განხილვა ნაადრევია.გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფენ ზაიბერტის განცხადებით,სირიაში პოლიტიკური მშვიდობა უნდა დადგეს.

,,ფედერალური მთავრობა არ თვლის, რომ უკვე აქტუალურია სირიის აღდგენის შესახებ საკითხის განხილვა” – განაცხადა ზაიბერტმა და დაამატა, რომ სირიის იდლიბს “ჰუმანიტარული კატასტროფა” ემუქრება.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთამ შეხვედრისას, ევროპას სირიის აღდგენაში დახმარებისკენ მოუწოდა. პუტინინი ირწმუნებოდა,რომ ლტოლვილების უკან დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

ზაიბერტის თქმით,გერმანია მზად არის რუსეთის, საფრანგეთისა და თურქეთის წარმომადგენლებთან სირიის საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს. აღსანიშნავია,რომ მოლაპარაკებების შესახებ წინადადება თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიბ ერდორანს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა ძალისხმევა არ დაიშურონ ეკლესიაში სექსუალური შევიწროვების აღმოსაფხვრელად
შემდეგი სტატიაიეზიდმა გამტაცებელი ტერორისტი იცნო გერმანაიში, მაგრამ პოლიციამ არაფერი გააკეთა