იეზიდმა გამტაცებელი ტერორისტი იცნო გერმანაიში, მაგრამ პოლიციამ არაფერი გააკეთა

ყოფილმა სექს-მონამ, ახალგზარდა იეზიდმა ქალმა, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი იცნო, რომელმაც ის 100 დოლარად იყიდა სირიაში.

ვიდეო, რომელიც აშვაქ ტა’ლომ ჩაწერა, “ფეისბუქზე” გავრცელდა . აშვაქი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა 2014 წელს 15 წლის ასაკში გაიტაცეს . ის ჯიჰადისტებს სამი თვე ყავდათ მონობაში, შემდეგ კი  გაქცევა მოახერხა.

ვიდეოში,რომელიც გავრცელდა, აშვაქი ამბობს, რომ 2016 წელს მან გერმანიაში ჯიჰადისტი ბოევიკი ,რომელსაც ის ტყვედ ჰყავდა ხელახლა ნახა. მისი თქმით, მამაკაცმა, სახელად აბუ ჰუმამი, ის იცნო და გამოელაპარაკა.დაემუქრა რომ იცნო და იცის სად ცხოვრობენ ქალი და მისი ნათესავები.

შეშინებულმა აშვაქ ტა’ლომ მომხდარზე პოლიციასაც შეატყობინა და საემიგრაციო სამსახურებსაც. მისი თქმით ,სამართალდამცველებმა მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავდნენ, რადგანაც ის თავშესაფრისმაძიებლის სტატუსით იმყოფებოდა გერმანიაში.

გაეროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომელიც იეზიდებს ეხება, ნათქვამია, რომ “ისლამურმა  სახელმწიფომ” იეზიდების წინააღმდეგ გენოციდი მოაწყო. 7 ათასზე მეტი იეზიდი ქალი და გოგონა კი ჯიხადისტებს სექს-ტყვეებად ყავდათ.

რამდენიმე თვის წინ გერმანიის სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ საშიშროებაზე, რომელიც მოსალოდნელია “ისლამური სახელწიფოს” მიერ გადაბირებული ქალებისა და ბავშვებისაგან, რომლებმაც მოახერხეს და გერმანიაში დამკვიდრდნენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მთავრობა პუტინის წინადადებას სირიის აღდგენაზე არ ეთანხმება
შემდეგი სტატიააშშ-ს მთავრობას Messenger-თან წვდომის მიღება სურს