რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა ძალისხმევა არ დაიშურონ ეკლესიაში სექსუალური შევიწროვების აღმოსაფხვრელად

მას შემდეგ ,რაც აშშ-ში კათოლიკე მღვდლების მიერ სექსუალური სახის დანაშაულებზე მოხსენება გამოქვეყნდა, რომის პაპმა მორწმუნეებს წერილით მიმართა .

პანთიფიკმა მოწოდება გააკეთა ,არ დაიშურონ ძალისხმევა იმისათვის, რომ კათოლიკური ეკლესიის კულტურამ შეძლოს აღმოფხვრას სექსუალური სახის ძალადობები ბავშვებზე . მისი თქმით, თუ  მსგავსი შემთხვევები მაინც მოხდება, აუცილებელია მისი გასაჯაროვება და დამნაშავის დასჯა.

“მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები წარსულში იყო, ახლა ჩვენ ვნახეთ, როგორი ტკივილი გადაიტანა მსხვერპლთა უმეტესობამ”- ნათქვამია რომის პაპის წერილში.

მისი თქმით, კათოლიკური ეკლესია “სირცხვილითა და სინანულით” აღიარებს, რომ არ მიუღია შესაბამისი ზომები და იაზრებს, თუ როგორი ზიანი მიაყენეს ეკლესიის მსახურებმა ხალხს. პაპი ფრანცისკის თქმით, მიყენებული ზიანის გამოსყიდვა შეუძლებელია.

“უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ეკლესიამ ვაღიაროთ და განვიხილით, სინანულითა და სირცხვილით, ის არაადამიანობა, რომელსაც სჩადიან შემოსილი ადამიანები, მღვდლები და ისინი, ვისთვისაც მინდობილია ზრუნვის მისია” – განაცხადა პაპმა ფრანცისკმა.

შეგახსენებთ, 300-ზე მეტმა კათოლიკე მღვდლმა, აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, უკანასკნელი 70 წლის მანძილზე ათასზე მეტი ბავშვი გააუპატიურა. მათ მოქმედებებს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელები მალავდნენ . დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ აშშ-ში პედოფილიის მსხვერპლი, შესაძლებელია, ბევრად მეტია. აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოძიებაა, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე ჩატარდა. ის წელიწადნახევარი გრძელდებოდა და შეეხო პენსილვანიის შტატის ექვს ყველაზე დიდ ეპარქიას. ნაფიცმა მსაჯულებმა შესწავლეს ე.წ. საიდუმლო არქივები ,2 მილიონი შიდა მოხსენებითი ჩანაწერი და განცხადება.

,,მღვდლები აუპატიურებდნენ პატარა ბიჭებს და გოგონებს, შემდეგ კი, პირები, რომლებიც მათზე პასუხისმგებელი იყვნენ, არა თუ არაფერს აკეთებდნენ, არამედ, მალავდნენ მათ მოქმედებებს ათობით წლების მანძილზე. მიუხედავად მთელი რიგი ინსტიტუციონალური რეფორმებისა, ეკლესიის ლიდერებმა შეძლეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას გაქცეოდნენ” – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც მოცულობით 1400 გვერდია და სადაც დეტალურად არის აღწერილი ბავშვებისადმი ძალადობის ფაქტები.

ერთ-ერთი მაგალითის თანახმად,  მღვდელი, რომელიც 7 წლის ბავშვს ზრდიდა და რომელთანაც სექსუალური კავშირი ჰქონდა,  ბავშვი აიძულა საქციელი მასთან მოენანიებინა.

არაერთი მსხვერპლი ირწმუნება, რომ  მღვდლები არასრულწლოვნებს ათრობდნენ ან სხვაგვარად მანიპულირებდნენ მათზე. ზოგიერთი იხსენებს, რომ როცა ისინი შემთხვევებზე მშობლებს უყვებოდნენ, მათ ბავშვების არ სჯეროდათ.

პედოფილების მსხვერპლთა შორის პენსილვანიის შტატის ახლანდელი დემოკრატი-კონგრესმენი მარკ როცია, რომელიც ნაფიც მსაჯულებს მოუყვა, რომ ბერკსის კათოლიკურ სკოლაში მღვდელმა გააუპატიურა. იმავე მღვდელის მეორე მსხვერპლმა კი 2009 წელს თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლოში სარჩელის მიზანია, დამნაშავე პირების გარდა, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში რუსეთის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს-ქეთევან ციხელაშვილი
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობა პუტინის წინადადებას სირიის აღდგენაზე არ ეთანხმება